დღეს, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო, ბათუმის და თბილისის აეროპორტებში 10 ავიარეისი გაუქმდა.
აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 1 ფრენა მხოლოდ თეირანის მიმართულებით გაუქმდა, ხოლო ისრაელის მიმართულებით ფრენები აღდგენილია და სრულდება. რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, დედაქალაქიდან 9 ავიარეისი აბუ-დაბის, თელ-ავივის, შარჟას, ქუვეითის, თეირანის და დელის მიმართულებითაა გაუქმებული.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისიდან ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ახლო აღმოსავლეთიდან ფრენები შეფერხებით სრულდება. სრულადაა გაუქმებული ავიარეისები ისრაელიდან და ირანიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ისრაელმა დაადასტურა, რომ დასთანხმდა აშშ-ის შეთავაზებას ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა "უპასუხებს ძალით" თუ ირანი შეთანხმებას დაარღვევს.