უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლებით სარგებლობენ და რომელთა რიცხვში საქართველოს მოქალაქეებიც არიან, 30 ივნისიდან რუსეთში მოგზაურობის შემთხვევაში იდენტიფიკაციისა და აუტენტიფიკაციის ერთიან სისტემაში უნდა დარეგისტრირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პროცედურა ნებაყოფლობითია.
დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საუბარია ექსპერიმენტების მეორე ეტაპზე, რომელიც 2026 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.
„ექსპერიმენტის ფარგლებში რუსეთში უვიზო რეჟიმით შემავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან ქვეყანაში შესვლამდე 72 საათით ადრე გაიარონ. ისინი სახელმწიფო მომსახურების აპლიკაცია RuID-ში უნდა დარეგისტრირდნენ. ექსტრემალური ვითარების შემთხვევაში (მაგალითად ახლო ნათესავის ავადობისა და გარდაცვალების შემთხვევაში) განაცხადის შევსება ნებადართულია უფრო მცირე დროში ქვეყანაში შესვლამდე 4 საათით ადრე“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში 30 ივნისიდან ბიომეტრულ მონაცემებს - ფოტოს და თითის ანაბეჭდებს შეაგროვებენ.