ზემო ლარსზე რიგში 2700-ზე მეტი მანქანაა - "საბაჟო პროცედურები შეუფერხებლად ხორციელდება"

საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საბაჟო პროცედურები შეუფერხებლად ხორციელდება.

საქმე ის არის, რომ საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი უამინდობის გამო დაკეტილი იყო.

ჩრდილოეთ ოსეთის ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კომიტეტის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მუდმივ რეჟიმში განახლებადი ელექტრონული რიგის მიხედვით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე 18 ივლისის 11:30 საათისთვის რიგში 2 727 ავტომობილია.

 

წყარო: bm.ge