21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსს მიაღწევს

სინოპტიკოსების ცნობოთ, აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 ივლისს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბარში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლებელია, 38-40, მთაში კი 34-36 გრადუსს მიაღწიოს.

„ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.