ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის ნიკა ეგაძემ გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა. ქართველი სპორტსმენი მოკლე პროგრამის შემდეგ 91.94 ქულით მეორე ადგილზე იყო, თავისუფალი პროგრამის შესრულების შემდეგ ნიკამ ჯამში 243.87 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა.
საბოლოოდ ქართულმა დელეგაციამ ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა – ქალთა შორის ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა, წყვილთა შორის კი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. სპორტულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მე-8 ადგილზე გავიდნენ.