ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „მარსელს“ ესტუმრა და უხვგოლიან შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.
„ველოდრომზე“ გამართულ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის დაპირისპირებაში ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე მხოლოდ მე-80 წუთზე გამოჩნდა.
ამ დროისთვის ანგარიში 2:2 იყო: „ლიონი“ 53-ე წუთზე ტოლისომ დააწინაურა. რვა წუთში გრინვუდმა წონასწორობა აღადგინა, მალევე (64 წთ) რაბიომ „მარსელი“ წინ გაიყვანა. თუმცა ლაკაზეტიმ პენალტით ანგარიში ისევ (72 წთ) გაათანაბრა.
გადამწყვეტი გამოდგა ლუის ენრიკეს გოლი (85 წთ), „მარსელმა“ 3:2 მოიგო.
„ლიონი“ 20 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-7 ადგილზეა.