UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Fullsendmma-ს ვებგვერდთან თავისი მომავალი ბრძოლის შესახებ ისაუბრა.
როგორც ილია ამბობს, უკვე იცის, ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე, თუმცა UFC-დან თხოვეს, ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გაასაჯაროვოს.
„ახლა ვერაფერს ვიტყვი, რადგან მთხოვეს, ჯერ ინფორმაცია არ გავავრცელო. თუმცა უახლოეს მომავალში ბრძოლა ოფიციალურად გამოცხადდება. შესაძლოა, ეს შემდეგ კვირაშიც მოხდეს“, – აღნიშნა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში ალექსანდერ ვოლკავნოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, ხოლო ოქტომბერში ტიტული მაქს ჰოლოუეისთან დაპირისპირებაში დაიცვა.
ბოლო რამდენიმე ინტერვიუში 28 წლის ქართველმა მებრძოლმა ერთი წონით ზევით, მსუბუქ დივიზონში ასვლის სურვილი ღიად გამოთქვა.