საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის „რაგბი ევროპის“ კიდევ ერთი მატჩი გამართა. ბორჯღალოსნებმა სტუმრად ესპანეთი დაამარცხეს. პირველი ტაიმი საქართველოს სასარგებლოდ - 13:34 დასრულდა. ქართველი მორაგბეების უპირატესობა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მეტოქეს 32:62 მოუგეს.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე სეზონში „რაგბი ევროპის“ პირველი მატჩი შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მატჩი სარეკორდო ანგარიშით - 110:0 მოიგო, მეორე თამაშში კი ნიდერლანდელებს უმასპინძლა და სტუმრებს ანგარიშით 40:7 სძლია.

ამ შედეგებით საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

2025 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირია.

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 16-ჯერ „ბორჯღალოსნებს“ აქვთ მოგებული. ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონობა ზედიზედ 7-ჯერ იზეიმეს.