ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს.
ტურნირი სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.
„ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია ასეთი ტურნირის ჩატარება“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 48 ნაკრების მონაწილეობით 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.