8-14 მარტს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 8 მარტს ხალიჩაზე 57, 65, 70, 79 და 97 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებსა და ნახევარფინალებს გამართავენ – საქართველოს ნაკრების სახელით ნიკა ზანგალაძე, გოგა ოთინაშვილი, დავით ფაცინაშვილი, გიორგი გოგრიჭიანი და მერაბ სულეიმანიშვილი იჭიდავებენ, ჩემპიონები და პრიზიორები კი 9 მარტს გამოვლინდებიან.
9 მარტიდან ასპარეზობაში 61, 74, 86, 92, 125 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები ჩაერთვებიან და იმავე დღეს გამოავლენენ ფინალისტებს, მედლები კი 10 მარტს გათამაშდება.