ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა და 19 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯონათან დოს სანტოსი დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„19 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა, ჯონათან დოს სანტოსმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
დოს სანტოსი, რამდენიმე კვირაა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მონაწილეობა მიიღო ესპანური შეკრების ფარგლებში გამართულ ამხანაგურ მატჩებში, სადაც ორი გოლი გაიტანა.
ახალგაზრდა ბრაზილიელი ბოლოს მშობლიური ქვეყნის კლუბის, „იტუანოს“ (რომელიც გასული სეზონის ბოლოს სერია C-ში დაქვეითდა) ღირსებას იცავდა.