ლას ვეგასში გამართული უკანასკნელი ღონისძიების შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-იმ მებრძოლთა ყველა დივიზიონის საერთო რეიტინგი (P4P) განაახლა.
ორივე ქართველი ჩემპიონი ახალ რეიტინგში უკეთეს პოზიციაზეა. მერაბ დვალიშვილი მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა და ახლა უკვე მეოთხეზეა, ხოლო ილია თოფურია მეოთხიდან მესამე ადგილზე დაწინაურდა.
წონათა საერთო რეიტინგს ორგანიზაციის მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე მძიმე წონის ქამრის მფლობელი ჯონ ჯონსია.
შეგახსენებთ, ილია თოფურიამ თებერვალში განაცხადა, რომ ქვემსუბუქ დივიზიონს (65 კგ) ტოვებს და ასპარეზობას მსუბუქ დივიზიონში (70 კგ) გააგრძელებს. ჯერ უცნობია, ჩაუნიშნავენ თუ არა მას ბრძოლას ამ წონის ჩემპიონ მახაჩევთან.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, დიდი ალბათობით, სუპერმსუბუქი დივიზიონის (61 კგ) ქამრის მეორედ დასაცავად ის შონ ო’მალის შეხვდება.
UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი:
ისლამ მახაჩევი
ჯონ ჯონსი
ილია თოფურია
მერაბ დვალიშვილი
დრიკუს დი პლესი
მაგომედ ანკალაევი
ბელალ მუჰამედი
ალექს პერეირა
ალექსანდრე პანტოჟა
ტომ ასპინალი
ალექსანდერ ვოლკანოვსკი
ლეონ ედვარდსი
მაქს ჰოლოუეი
შონ ო’მალი
ჩარლზ ოლივეირა