საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო - თბილისს რონალდინიოც ეწვევა

რონალდინიო თბილისს ეწვევა, ხოლო საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო, – ინფორმაციას მატჩის ორგანიზატორი Sports Orient-ი ავრცელებს.

„ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. 16 მაისს, „დინამო არენაზე“ ერთმანეთს Geo 11 და „ბარსელონას“ ლეგენდები დაუპირისპირდებიან.

გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, მოედანზე თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები იხილონ. მატჩის მთავარი ვარსკვლავი 2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი რონალდინიო იქნება.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოში პირველად ითამაშებს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრის ბილეთების შეძენა პორტალ tkt.ge-ზეა შესაძლებელი.