ევროპის ჩემპიონატზე დღეიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში 11 აპრილიდან ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

ხალიჩაზე პირველ დღეს 55, 63, 77, 87, და 130 კგ წონითი კატეგორიების ფალავნები იჭიდავებენ:

55 კგ – ვახტანგ ლოლუა;

63 კგ – ბექა გურული;

77 კგ – რამაზ ზოიძე;

87 კგ – აჩიკო ბოლქვაძე;

130 კგ – სულხან ბუიძე.

​შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.