„ვალენსიის“ ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა „სევილიას“ წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში ჩაატარა და საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალებმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„სევილია“ აქტიურად გამოიყურებოდა და არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა. მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარემ „ვალენსია“ ხუთჯერ აშკარა გოლისგან იხსნა და გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა გიორგი მამარდაშვილის თამაში 8,2 ქულით შეაფასა და მატჩის MVP-დ აღიარა. დაახლოებით ანალოგიური იყო მეორე ინტერნეტპორტალის, Whoscored-ის შეფასება 8,1 ქულა და „ჯვაროსანი“ მატჩის მოთამაშედ აღიარეს.
მართალია, Flashscore-მ გიორგის 7,7 ქულა დაუწერა, როგორც ხავი გუერას, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ვალენსიის“ შემტევი დასახელეს, რომელმაც ერთადერთი გოლით გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
"პირველი არხი"