საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩს პორტუგალიის წინააღმდეგ 29 ნოემბერს, 19:15 საათზე ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.
ბილეთების გაყიდვა დაიწყო: https://biletebi.ge/sport/geovsporto
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიასთან მატჩამდე, 26 ნოემბერს ჩვენი გუნდის მეტოქე საბერძნეთი იქნება. მატჩი ათენში, „პანათინაიკოსის“ არენაზე გაიმართება.
