მთავარი
უკრაინა არ განიხილავს ნატოში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე - ზელენსკი
- Details
- By ani
- Hits: 404
უკრაინის ხელისუფლება არ განიხილავს ნატოში გაწევრიანების საკითხს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ ამას არ განვიხილავთ. მაგრამ, მე ვთვლი, რომ ეს საკითხი მედიაში შემთხვევით არ გაჩენილა. ალბათ, ჩვენი პარტნიორების ნაწილს ასეთი აზრები აქვს. ამიტომაც, ისინი ჩემთან ამ საკითხს პირდაპირ არ განიხილავენ, მაგრამ მედიის მეშვეობით ამ საკითხის ტემპერატურას ზომავენ. მე მგონია, აქ ყველაფერი უკრაინულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ნატოში ომის პერიოდში მიიწვიონ, ხოლო მისი გაწევრიანების გზების პოვნა დიპლომატიის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
