ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს შეხვდა

სამშაბათს, ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. მოლაპარაკებები, ორივე ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე დიდხანს იმსჯელეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ასევე გაცვალეს მოსაზრებები დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაზე. 

სი ძინპინმა თქვა, რომ პეკინის თანამშრომლობა მოსკოვთან, მსოფლიოსთვის სტაბილიზაციის ფაქტორია.