ქუთაისის აეროპორტში საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 49
"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა სატესტო რეჟიმში ჩაეშვა, ოქტომბრიდან კი სერვისი სრულად ამოქმედდება.
აღნიშნული სისტემის ამოქმედებით, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ჩამოფრენისას ვრცელ რიგებში დგომა და პასპორტის დასკანერებისა და ბიომეტრიული მონაცემების შემოწმების საფუძველზე, მარტივად შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას.
"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიისთვის IT და საკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი შვეიცარიული კომპანია SITA-ს მიერ შემუშავებული საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა სატესტო რეჟიმში ჩაეშვა.
ოქტომბრიდან კი სერვისი სრულად ამოქმედდება. მოფრენის დარბაზში ამ ეტაპზე, საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული კვეთის 7 ელექტრონული გასასვლელი (e-gate) ამოქმედდა.
E-gate საშუალებით, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს აღარ უწევთ ჩამოფრენისას ვრცელ რიგებში დგომა და პასპორტის დასკანერებისა და ბიომეტრიული მონაცემების შემოწმების საფუძველზე, მარტივად შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას.
საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული კვეთის 7 ელექტრონული გასასვლელი ამოქმედდა. ახალი სერვისით, საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოცდის სერვისი, 40 წამიდან 18 წამამდე შემცირდა. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა.
აეროპორტის გაფრენის დარბაზში რამდენიმე თვეა მუშაობს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემაც. E-Gate არის ჩასხდომის ავტომატიზებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გაფრენისას მგზავრმა ჩასხდომის ბარათი (Boarding pass) წამკითხველს დაადოს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გახსნის.
სისტემა აუმჯობესებს და ამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, რითაც ქუთაისის აეროპორტის მგზავრისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული ხდება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
