2026 წელს „ოსკარის“ დაჯილდოებაზე საქართველო გიორგი სიხარულიძის ფილმ „პანოპტიკონს“ წარადგენს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 51
2026 წელს „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით გიორგი სიხარულიძის ფილმს, „პანოპტიკონს“ წარადგენს.
ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„16 სექტემბერს, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე, გამარჯვებული ფილმი გამოვლინდა.
კინოცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ორი ფილმი: „ტერცო მონდო“ (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი), „პანოპტიკონი“ (რეჟ. გიორგი სიხარულიძე). სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შეარჩია, დარგის ექვსი პროფესიონალისგან შედგებოდა“, – აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
