„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაისროლა - დაშავდა სამი ადამიანი

ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელი მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

ყველა დაშავებული ისრაელის არაბული სოფლის ბინას მკვიდრია. მედიკოსების თქმით, დაშავებულები არიან 27 წლის ქალბატონი, 35 წლის მამაკაცი და ერთი წლის გოგონა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჰეზბოლამ“ რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ სამიზნეს სადესანტო ბრიგადის სამწვრთნელო ბაზა წარმოადგენდა, რომელიც ქალაქ კარმიელში მდებარეობს.