ტრამპი გაეროში აშშ-ის ელჩად ელის სტეფანიკს წარადგენს

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს. 

„ჩემთვის დიდი პატივია ჩემი კაბინეტის შემადგენლობაში გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე თავმჯდომარე ელის სტეფანიკი წარვადგინო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ელის სტეფანიკმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ტრამპის შეთავაზება მიიღო.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება მივიღე, მის კაბინეტში ვიმსახურო, როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში აღვნიშნე, თუ როგორი მადლიერი ვარ დავთანხმდე მის ნომინაციას და აშშ-ის სენატში ჩემი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას მოუთმენლად ველი“, - განაცხადა ელის სტეფანიკმა.

ტრამპის თქმით, ელის სტეფანიკი, რომელიც 2021 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის თავმჯდომარეა, „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკისთვის ძლიერი და ჭკვიანი მებრძოლია.

საბოლოოდ, ელის სტეფანიკი თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.