თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ეპიცენტრი მალათიის პროვინციის დოგანშეჰირის რაიონში იყო, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 7 კილომეტრის სიღრმეზეა დაფიქსირებული.