პატრიარქმა არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) მღვდელმოქმედება აუკრძალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი წარდგინებით ეპარქიულმა კომისიამ მიმართა.

როგორც პატრიარქის ბრძანებაშია ნათქვამი არქიმანდრიტს მღვდელმოქმედების უფლება ეკრძალება ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და, ზოგადად, ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი. სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“, – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში.