მთავარი
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა
- Details
- By rusa
- Hits: 294
რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა. ეს ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან დაიწყება და მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ კალინ ჯორჯესკუმ, ნაკლებად ცნობილმა ულტრამემარჯვენემ, ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს შედეგის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა იმ სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ბრალდებები რუსეთის გავლენის შესახებ.
არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთელი საარჩევნო პროცესი და, შესაბამისად, საარჩევნო კამპანია ხელახლა წარიმართება.
