ზელენსკი შესაძლოა პარიზში ტრამპს შეხვდეს - Agence France-Presse

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა შაბათს პარიზში შეხვდეს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ღონისძიების ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse ავრცელებს:

„უკრაინის პრეზიდენტი დაესწრება ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ღონისძიებას. ის შეხვდება [საფრანგეთის] პრეზიდენტს, მაკრონს. შესაძლებელია სხვა შეხვედრებიც, განსაკუთრებით არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც ასევე დაესწრება ღონისძიებას“