“ჩვენს ტერიტორიაზე არარსებობს “ქურმუხის წმინდა გიორგი” სახელწოდების ეკლესია” - რამინ მამედოვი
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 56
როგორც ცნობილია, გასული წლის 23 ნოემბერსა და წელს 6 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლების არაკონსტრუქციული და არამეგობრული დამოკიდებულების გამო ქართული დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში ჩაიშალა.
გიორგობის დღესასწაულზე კიდევ ერთისამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა. 2025 წლის 6 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელაინფორმაცია ქალაქ ბელაქანში გამართულიკონფერენციის შესახებ თემაზე “ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანის ისტორიულისაკითხები აკადემიკოს იაგუბ მაჰმუდოვისსამეცნიერო საქმიანობაში”.
კონფერენციაზე წაიკითხეს აკადემიკოს იაგუბმაჰმუდოვის სტუდენტების მოხსენებებითემებზე: „აზერბაიჯანის ალბანურისახელმწიფოს დასავლეთი საზღვრები“, „ინგილოების პრობლემა და აზერბაიჯანისწინააღმდეგ ტერიტორიულ პრეტენზიები“, „ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგწინააღმდეგობის მოძრაობა ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში“, „ცარიზმისიძულებითი ქრისტიანიზაციის პოლიტიკაჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში“ [იგულისხმება XIX საუკუნის მე-2 ნახევარში საინგილოში, მაშინდელ ზაქათალის ოლქშიგამუსლიმანებული ქართველების მიერწინაპართა ქრისტიანულ სარწმუნოებაზედაბრუნება - ს. კ.] და სხვა. გაიმართადისკუსიები.
კონფერენციას ესწრებოდა ბალაქანის რაიონისაღმასრულებელი ხელისუფლებისხელმძღვანელი, ისლამ რზაევი, რომელმაცსიტყვის გამოსვლისას ისაუბრა აკადემიკოსიაგუბ მაჰმუდოვის წვლილზე აზერბაიჯანისმეცნიერებაში. ისლამ რზაევი ახლახან, 30 ოქტომბერს დააპატიმრეს კორუფციისბრალდებით (უფრო ადრე, ივნისში მისი ბედიგაიზიარა კახის რაიონის აღმასრულებელიხელისუფლების ხელმძღვანელმა მუსაშექილიევმაც, რომელიც იგივე ბრალდებებითდააპატიმრეს).
ამ კონფერენციაზე წაკითხული ზოგიერთიმოხსენების სათაურიდანაც კი ჩანს, რომ ესმოხსენებები სამწუხაროდ, საქართველოსმიმართ არამეგობრული სულისკვეთებით იყოდაწერილი. როგორც ცნობილია, ზოგიერთიაზერბაიჯანელი ისტორიკოსი დავით-გარეჯისუძველეს ქართულ მონასტერს ახალი სახელით“ქეშიშ დაგად” მოიხსენიებს და მასყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ალბანურქრისტიანულ კულტურას მიაკუთვნებს. ანალოგიური უსაფუძვლო და ყოვლადდაუსაბუთებელი პოზიცია აქვთ მათსაინგილოში არსებულ ქართულმართლმადიდებლურ ტაძრებზეც, რომლებსაცასევე “ალბანურ ძეგლებად” მიიჩნევენ.
ახლახან, აზერბაიჯანის რელიგიის საკითხთასახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი, ბ-ნირამინ მამედოვი ქართული მხარისთვისგამოგზავნილ წერილში საუბრობს ორი ქვეყნისმეგობრობაზე და თანამშრომლობაზე, მათშორის რელიგიის სფეროში, თუმცა ამსულისკვეთებას სრულიად არ შეესაბამებამისსავე წერილში გაჟღერებული საკმაოდუცნაური და გამაოგნებელი ფრაზა: “გვსურსთქვენი ყურადღების გამახვილებააზერბაიჯანის რესპუბლიკის ტოპონიმების სწორაღნიშვნაზე და იმის გაცნობიერებაზე, რომჩვენს ტერიტორიაზე არ არსებობს “ქურმუხისწმინდა გიორგი” სახელწოდების ეკლესია” (!).
ბ-ნი რამინი თავის წერილში ერთხელაც კი არახსენებს ზაქათალისა (დაბა ალიაბადი, სოფელი მოსული) და ბელაქნის (სოფელიითითალა) რაიონებში მცხოვრებ ინგილოქართველებს, სადაც გიორგობის მეორე დღეს - 24 ნოემბერს დაგეგმილია ქართულიდელეგაციის ვიზიტი და აზერბაიჯანულმხარესთან წინასწარ შეთანხმებულირაოდენობის საჩუქრებისა და წიგნების ჩატანა.
რამინ მამედოვი წერილში ქართულ მხარესგანუმარტავს იმასაც, რომ აზერბაიჯანისრესპუბლიკაში გრძელდება კარანტინის რეჟიმი, ქართული დელეგაცია სახმელეთო გზით 23 ნოემბერს ვერ შეძლებს აზერბაიჯანში ჩასვლასდა აზერბაიჯანში ჩასვლა მიზანშეწონილიასაჰაერო გზით - თბილისი-ბაქოს ავიარეისით.
გიორგობამდე კიდევ რამდენიმე დღეა დაიმედია, აზერბაიჯანის ხელისუფლებისწარმომადგენლები გამოავლენენკეთილგონიერებას, შეცვლიან ამარაკონსტრუქციულ, ქართულ-აზერბაიჯანულიტრადიციული მეგობრობის სულისკვეთებისთვისსრულიად შეუფერებელ გადაწყვეტილებას დაქართულ დელეგაციასა და მომლოცველებსწინასწარ შეთანხმებული სიით, ტრადიციულადმიეცემათ შესაძლებლობა ლაგოდეხი-ბელაქნისსახმელეთო საზღვრით ჩავიდნენ კახისრაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდაგიორგისა და (აღსანიშნავია ისიც, რომ ბაქოდანსაავტომობილო გზით კახის, ზაქათალისა დაბელაქნის რაიონებში ჩასვლა 6 საათიანდამღლელ მოგზაურობას გულისხმობს).
სტატიის ავტორი: გიორგი კერესელიძე

