თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა - დაიღუპა ოთხი ადამიანი

თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი დაიღუპა.  შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვერტმფრენი ქალაქ მუღლას სასწავლო და კვლევითი საავადმყოფოდან ფრინდებოდა, რის შემდეგაც შენობას შეეჯახა. მასში იმყოფებოდა ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი. საავადმყოფოს შენობაში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.