ტრამპი აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გაყვანას გეგმავს

დონალდ ტრამპის გუნდი აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გაყვანას გეგმავს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

წყაროები ამბობენ, რომ ტრამპის გუნდის წევრებმა ექსპერტებს აცნობეს თავიანთი სურვილის შესახებ და ამის გამოცხადებას გეგმავენ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს.

როგორც მედია წერს, იმ შეთმხვევაში, თუ აშშ დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ეს ზიანს მიაყენებს ორგანიზაციის უნარს, უპასუხოს ჯანდაცვის კრიზისებს, როგორიცაა მაგალითად, კორონავირუსის პანდემია. აშშ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთადერთი უმსხვილესი დონორი, რომელიც უზრუნველყოფდა დაფინანსების დაახლოებით 16%-ს 2022-2023 წლებში.

ტრამპის გუნდს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა კი განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არის უნიკალური ორგანიზაცია და იმედოვნებდა პარტნიორობას ამერიკელ პოლიტიკოსებთან.