სამგორის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, სამგორის რაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "პირველებს" დაგვიდასტურეს. 

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი ძველი ავტოსადგომის ტერიტორიაზე, ე.წ. დაშლილებში გაჩნდა.

ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.