მთავარი
ტყის ხანძრები ლოს-ანჯელესში - ევაკუირებულია 30 000-ზე მეტი ადამიანი, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა
- Details
- By ani
- Hits: 225
ტყის ხანძრები აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში- CNN-ის ინფორმაციით, ევაკუირებულია 30 000-ზე მეტი ადამიანი, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა
ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, ხანძარი 500 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.
კროულის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი, ვერტმფრენებით, სახანძრო მანქანებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით.
კალიფორნიის შტატის გუბერნატორ გევინ ნიუსომის ინფორმაციით, ხანარმა უკვე გაანადგურა ბევრი შენობა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 200 ათასამდე სახლს და სხვა შენობებს. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ხანძართან ბრძოლას ძლიერი ქარი ართულებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
