მთავარი
რომის პაპს ელექტროკაბრიოლეტი დაუმზადეს
- Details
- By Sali
- Hits: 228
Mercedes-Benz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომის პაპ ფრანცისკეს G-Class-ის ახალი ელექტრო-კაბრიოლეტი გადასცა. საავტომობილო კომპანია, ეგრეთ წოდებულ, პაპ-მობილებს უკვე ასი წელია, აწარმოებს. აქამდე პაპი ყოველკვირეული საერთო აუდენციის დროს, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს იყენებდა. ახალ ავტოზე, რომელსაც პონტიფიკოსის საჭიროებები უნდა დაეკმაყოფილებინა, Mercedes-Benz ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ვატიკანის წარმომადგენლებთან ერთად. ერთ-ერთი პრიორიტეტი ნულოვანი გამონაბოლქვი იყო. ახალი კაბრიოლეტი მბრუნავი სავარძლით არის აღჭურვილი. სავალი ნაწილებიც სპეციალურად, წმინდა პეტრეს მოედანზე ნელი მოძრაობებისთვის არის შექმნილი. უამინდობის შემთხვევისთვის, ფრანცისკეს ახალ ავტომობილს მოძრავი სახურავიც აქვს. ტრადიციის მიხედვით, კაბრიოლეტი თეთრია და სანომრე ნიშანს - SCV 1-ს ატარებს, რაც ვატიკანის თეოკრატიულ სახელმწიფოზე მიანიშნებს.
