მთავარი
უკრაინამ G7 სესხის ფარგლებში პირველი 3 მილიარდი ევრო მიიღო - სესხი გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება
- Details
- By iaiaia
- Hits: 239
უკრაინამ პირველი ტრანში 3 მილიარდი ევრო მიიღო იმ თანხიდან, რომელიც ევროკავშირმა უკრაინისთვის G7-ის ერთობლივი სესხისთვის გამოყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
"ეს მისცემს უკრაინას ფინანსურ შესაძლებლობებს, გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისთვის და მტკიცედ იდგეს." - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
2024 წლის ზაფხულში "დიდი შვიდეულის" წევრები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზე, რომლის დაფარვაც დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში შენახული გაყინული რუსული აქტივების პროცენტებიდან მოხდება.
