ტრამპი ერთ-ერთ საქმეზე დამნაშავედ ცნეს, თუმცა გაათავისუფლეს ნებისმიერი სასჯელისგან

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის შტატის მოსამართლემ პორნოვარსკვლავისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და იმავე დროს უპირობოდ გაათავისუფლა ნებისმიერი სასჯელისგან, რაც ნიშნავს, რომ ის ახლა მსჯავრდებული დამნაშავეა ნიუ-იორკის შტატის კანონის თვალში, მაგრამ სასჯელი არ ემუქრება

განაჩენი გამოცხადდა ტრამპის პრეზიდენტად ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე. ის გახდება ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. ტრამპი პრეზიდენტის ფიცს 20 იანვარს დადებს.