აუქციონზე სუფთა ტილო გაიყიდება

გერმანიაში, Ketterer-ის აუქციონზე, ამერიკელი მხატვრის, რობერტ რაიმანის სურათი გაიყიდება, სახელწოდებით - „გენერალი 52X52“. ის მილიონიდან 1.5 მილიონ დოლარამდე არის შეფასებული. კვადრატული ფორმის ნახატი 1970 წელს არის შესრულებული ემალის გამოყენებით, რომელიც ბამბის ქსოვილზეა დატანილი. ბერლინში გამართულ წინასწარ ჩვენებაზე ნახატი არც კი წარადგინეს, შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 50 წლის ხელოვნების ნიმუში „ძალიან კარგ მდგომარეობაშია“. რობერტ რაიმანი, რომელიც ჯაზის მუსიკოსია და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი, არასდროს ცდილობს, საკუთარ ნამუშევრებს მითიური ან რამეს თხრობითი მნიშვნელობა მიანიჭოს. მისი ნახატები ხელოვნების ბაზარზე საკმაოდ ძვირად ფასობს, ზოგიერთი ნამუშევრის ფასი 20 მილიონ დოლარსაც აღწევს.