სასმელს „ჭკვიანი“ ბოთლი ამზადებს

აშშ-ში, სწავლულებმა მაღალტექნოლოგიური ბოთლი LifeFuels წარადგინეს, რომელიც მის მფლობელს არა მხოლოდ კარნახობს, როდის არის დალვის დრო, არამედ, თავად უმზადებს მას გემრიელ და სასარგებლო სასმელს. მოწყობილობა წყალში ამატებს წინასწარ მომზადებულ და გაზომილ რაოდენობას კონცენტრატებისა. საამისოდ, ბოთლის სახურავზე არის ხუთი სპეციალური ადგილი სხვადასხვა დანამატისთვის.

„ბლუთუსით“ სმარტფონთან კავშირი შესაძლებლობას იძლევა გაიგოთ, რამდენი წყალი და როგორი (ქოქოსის გემოთი თუ სხვაგვარი) დაილია ერთი დღის განმავლობაში. ბოთლს მუშაობა თავადაც შეუძლია, სმარტფონის გარეშე. სამართავად მას დისპლეიც აქვს. „ჭკვიანი“ ბოთლის დამუხტვა მის მფლობელს რამდენიმე დღეში ერთხელ მიუწევს, იმისდა მიხედვით, რა დატვირთვით იმუშავებს მოწყობილობა. პროექტის ავტორებმა უკვე დადეს ხელშეკრულება სხვადასხვა სასმელის 40-მდე მწარმოებელთან. როდის გამოვა „ჭკვიანი“ ბოთლი გაყიდვაში, ჯერჯერობით, უცნობია.