აფეთქება ჩეხეთის რესტორანში - დაიღუპა ექვსი და დაშავდა რვა ადამიანი

ჩეხეთის  ქალაქ მოსტში, ერთ-ერთ რესტორანში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა.

ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, გამათბობელის გადახურების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რასაც სავარაუდოდ რესტორნის აფეთქება მოყვა.