მთავარი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იანვრის ბოლოს განიხილავენ - კალასი
- Details
- By rusa
- Hits: 109
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს შეხვდებიან სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხის განსახილველად. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ერ-რიადში მიმავალ გზაზე განაცხადა, სადაც სირიის შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართება:
„ჩვენ ვიმუშავებთ, რომ იმ დროისთვის შევძლოთ ამ საკითხზე ფაქტობრივი გადაწყვეტილების მიღება“
შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმი ამბოხებულებმა 8 დეკემბერს დაამხეს.