მთავარი
წლის გავლენიანი ქალები დაასახელეს
- Details
- By rusa
- Hits: 236
გაზეთმა Financial Times, 2024 წლის შედეგებით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სია შეადგინა. რეიტინგში მოხვდნენ სუსტი სქესის ის წარმომადგენლები, რომელთახმები და სახელები წელს ყველაზე ხმამაღლა ჟღერდა და რომლებმაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები გაახმოვანეს. გავლენიანი ქალების 25-კაციანი სია სამ კატეგორიად არის დაყოფილი: „შემქმნელები“, „ლიდერები“ და„გმირები“. პირველ კატეგორიაში შემოქმედებითი პროფესიის ქალები გამოარჩიეს - მათ შორის, მომღერალი ტეილორ სვიფტი, პალესტინელი მომღერალი ალიანა, ირლანდიელი მწერალი სალი რუნი, მსახიობი ემა სტოუნი, მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ჩემენა ჰამანი და ნიგერიაში დაბადებული შეფმზარეული და ლონდონში რამდენიმე რესტორნის დამაარსებელი ადეხოკე ბაკარი.
„გმირების“ ნომინაციაში მოხვდენ - ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია, ვიდეობლოგერი ღაზიდან ბისან ოვდუ, რომლის დოკუმენტურმა ფილმმაც„ემის“ ჯილდო დაიმსახურა. ასევე, სიაში არიან ფრანგი ჟიზელ პელიკო, პარიზის მერი ან იდალგო, ინდოელი მწერალი არუნდატი როი და ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანია.
„ლიდერის“ კატეგორიაში შევიდნენ ევროკომისარი მარგარეტ ვესტაგერი, დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერი რეიჩელ რივზი, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, მექსიკის ახალი პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი და ლონდონის საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი და ლგბტ-აქტივისტი ჟულია ჰოგეტი.