საოცნებო სამსახური „ვისკის კუნძულზე"

შოტლანდიაში ვაკანსია გამოაცხადეს, რომელზეც ბევრი ადამიანი ოცნებობს: თვალწარმტაც კუნძულზე ცხოვრება, განუსაზღვრელი რაოდენობით ვისკი, ზღვის პროდუქტები და საკმაოდ დიდი თანხის - 70 ათასი გირვანქა სტერლინგის მიღება, ანაზღაურების სახით. ამისთვის საკმარისია,რომ მსურველი წყვილი იყოს და მზად იყოს შორეულ კუნძულ აილაზე გადასახლებისთვის. ეს ადგილი„ვისკის კუნძულის“ სახელით არის ცნობილი. სახელგანთქმულია თავისი ცნობილი დისტილერიებით, რომლებიც მსოფლიოში პოპულარულ შოტლანდიურ ვისკის ამზადებენ. რაც შეეხება სამუშაოს, წყვილმა კუნძულზე მდებარე სახლსა და ბაღს უნდა მიხედოს, ასევე, უმასპინძლოს სტუმრებს. სამაგიეროდ, ბედნიერი დასაქმებულები შეუზღუდავი რაოდენობის სასმელით, ზღვის პროდუქტებითა და ულამაზესი ხედებით ისიამოვნებენ.