ქალს, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 60
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნ.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2006 წელს დაბადებულ უ.კ.-ს. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ბ.-ც.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
