€5 მილიონის 59 ავტომობილი საქართველოს საბაჟოზე შეცვლილი VIN კოდებით შემოვიდა - შემოსავლების სამსახური
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 55
ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული ძვირად ღირებული ავტომობილის, კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა.
უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ, მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის ე.წ. - VIN კოდის შეცვლის ფაქტი.
„პირველადი მწარმოებლის მიერ მინიჭებული VIN კოდები გადაკეთებულია. მსუბუქ ავტომობილებთან მიმართებით აღნიშნული ფაქტი უპრეცენდენტოა თავისი მასშტაბით და ღირებულებით. ეს ავტომობილები დოკუმენტების მიხედვით, უნდა წასულიყო აზიის ქვეყნებში ფიზიკურ პირებთან“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის ბათუმის გეზ-ის უფროსმა დავით კლიმენკო.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
