ილონ მასკმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა

ილონ მასკმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და სოლიდარობის ნიშნად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ვიდეო ზარის საშუალებით შეუერთდა.

წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც 4 500 ადამიანი იმყოფებოდა, პარტიის ლიდერთან, ალისა ვაიდელთან ერთად სიტყვით გამოსვლისას მასკმა გერმანული კულტურის შენარჩუნებასა და გერმანელი ხალხის დაცვაზე ისაუბრა.

„კარგია, იამაყო გერმანული კულტურით, ღირებულებებით და არ დაკარგო ეს რაღაც მულტიკულტურალიზმით, რაც ყველაფერს აფერხებს. ძალიან აღფრთოვანებული ვარ პარტიით „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ვფიქრობ, რომ თქვენ ნამდვილად საუკეთესო იმედი ხართ გერმანიისთვის. იბრძოლეთ გერმანიის დიდი მომავლისთვის“, - აღნიშნა მასკმა.