"აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებს თუ არა ჩვენს არჩევნებს ევროკავშირი" - ალექსანდრ ლუკაშენკო

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, აღი­ა­რებს თუ არა ევ­რო­კავ­ში­რი ბე­ლა­რუ­სის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგს: 

"აღი­ა­რებთ თუ არა ამ არ­ჩევ­ნებს ევ­რო­კავ­შირ­ში, ეს გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია. და­მი­ჯე­რეთ, ვფი­ცავ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მა­დარ­დებს, აღი­ა­რებთ თუ არა ჩვენს არ­ჩევ­ნებს.

 მთა­ვა­რია, არ­ჩევ­ნე­ბი ბე­ლა­რუს­მა ხალ­ხმა აღი­ა­როს და ისე­ვე მშვი­დო­ბი­ა­ნად დამ­თავ­რდეს, რო­გორც და­ი­წყო. ეს არის მთა­ვა­რი და მერე თქვე­ნი საქ­მეა. თუ აღი­ა­რებთ, გა­მო­გეხ­მა­უ­რე­ბით და მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ“, - აღ­ნიშ­ნა ლუ­კა­შენ­კომ.

22 იან­ვარს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, ბე­ლა­რუ­სის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ფიქ­ტი­ურ არ­ჩევ­ნე­ბად შე­ა­ფა­სოს და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ლუ­კა­შენ­კოს არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა გა­ნაგ­რძოს. რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ბე­ლა­რუ­სის რე­ჟი­მი აგ­რძე­ლებს დი­სი­დენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ტე­მა­ტურ რეპ­რე­სი­ებს, მათ უკა­ნო­ნო და­პა­ტიმ­რე­ბას, წა­მე­ბას, დევ­ნა­სა და სას­ტიკ მო­პყრო­ბას.