სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 32
სოფელ კარალეთში ფრინველთა ორ არალეგალური სასაკლაოს საქმიანობა დროებით შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
„სოფელ კარალეთში მდებარე შპს "კარა 1980-სა“ და ინდმეწარმე ნ. გ.-თან განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები
შპს "კარა 1980-ში“ დაილუქა საეჭვო წარმომავლობის მწყერის ხორცი, ხოლო ინდმეწარმე ნ. გ.-ის სასაკლაოზე - ქათმის ხორცი.
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი“, - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად გაიარონ აღიარებისთვის სავალდებულო პროცედურები და სურსათის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის დროს დაიცვან უვნებლობის მოთხოვნები.
