წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება - რეგიონული განვითარების მინისტრი

რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. ასე უპასუხა მან „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დასმულ კითხვას მუშაობს თუ არა უწყება მუნიციპალიტეტებთან სტიქიური რისკების მონიტორინგსა და პრევენციაზე.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განმარტა, რომ ექსპერტების მყინვარული ხეობების კვლევის შედეგების მიხედვით, საგანგაშო ან კრიტიკული მდგომარეობა არ გამოვლენილა.

„მიმდინარე წელს ამოქმედდება სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მუნიციპალიტეტებს სტიქიების მიმართულებით მუშაობაში დაეხმარება არამხოლოდ სალიკვიდაციო ღონისძიებების, არამედ პრევენციის მიმართულებითაც. კერძოდ განხორციელდება ხევების და კალაპოტების გაწმენდა, ხიდების და სახიდე გადასასვლელების შეკეთება, ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემების მოწყობა.

კლიმატის ცვლილებამ მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფები გაზარდა. გახშირებულ სტიქიურ მოვლენებს ვხედავთ ყველგან. მაღალკვალიფიციურმა შვეიცარიულმა კომპანიამ Geotest EG-მ საქართველოს ყველა მყინვარული ხეობის დეტალური და სისტემური კვლევა დაასრულა. კვლევის მიზანი იყო დროულად დაგვედგინა პოტენციური საფრთხეები და დაგვეგეგმა პრევენციული ღონისძიებები. მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტების ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საგანგაშო ან კრიტიკული მდგომარეობა არ გამოვლენილა. გამოიკვეთა გეოგრაფიული არეალები, სადაც გარკვეული გამოწვევები არსებობს, შესაბამისად გაეროს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წელსვე დაიწყება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და შესაბამისი ადრეული მექანიზმების დანერგვა. იმისთვის, რომ პროცესების მართვა მთავრობის დონეზე კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული ვართ ჩვენ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ჯგუფი მუდმივი კოორდინაციით“, - განაცხადა მინისტრმა.