მარადიული არ ვარ..ამ არჩევნებში არ მინდოდა მონაწილეობის მიღება - ლუკაშენკო

ბელარუსის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გააკეთა კომენტარი: 

" ყველანი ვხვდებით, რომ მარადიული არ ვარ. ამ არჩევნებში არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, არ მინდოდა. რამდენიმე თვის წინ, პალატის საბჭოსთან შეხვედრაზე, ეს გადაწყვეტილება გავუზიარე ნატალია კოჩანოვას(ეროვნული ყრილობის საბჭოს თავმჯდომარე). ვუთხარი: "როდემდე შეიძლება ასე? უკვე 30 წელი გავიდა, ცოტათი უხამსობაა, თითქოს სხვა არავინ არის"."