მთავარი
"დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა" - ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა
- Details
- By Sali
- Hits: 193
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ში რკინის გუბათის მშენებლობის დაწყების შესახებ. მისივე თქმით, პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.
"მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი იქნება. ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა დაუყოვნებლივ დავიწყოთ უახლესი რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც შეძლებს ამერიკელების დაცვას." განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ცივი ომის დროს დაინტერესებული იყო ამ სისტემით, მაგრამ მაშინ ამერიკელებს „ტექნოლოგია არ გააჩნდათ“.
"ახლა კი ჩვენ გვაქვს ფენომენალური ტექნოლოგია. თქვენ ამას ხედავთ ისრაელთან დაკავშირებით. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ამის უფლება და ყველაფერი გაკეთდება სწორედ აქ, აშშ-ში 100%-ით."- აღნიშნა ტრამპმა.
