საწყობის ტერიტორიაზე სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა - თავდამსხმელმა თავი მოიკლა

პუერტო-რიკოში სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ერთ-ერთი საწყობის ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულებს შორის 2 ქალი და სამი მამაკაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა დანაშაულის ადგილას თავი მოიკლა.