ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

როგორც BBC წერს, კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დაწესდა, ჩინეთიდან იმპორტზე - 10% ტარიფი, ხოლო კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს.

თეთრი სახლის განცხადებით, „ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ დაპირებებზე, შეაჩერონ მომწამვლელი ნარკოტიკის ნაკადი აშშ-ში“.